სუდანში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დაშლაში მონაწილეობენ
სუდანში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დაშლაში მონაწილეობენ

სუდანში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დაშლაში მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სუდანის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კრემლი პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის ავტოკრატიულ რეჟიმს უჭერს მხარს, მაშინ, როდესაც 30 წლის განმავლობაში პირველად, მის სამხედრო დიქტატურას საპროტესტო აქტივობა უპირისპირდება.

გამოცემა წერს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები დაზვერვისა და უსაფრთხოების ძალებს სტრატეგიულ და პრაქტიკულ სწავლებას უტარებენ. „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფის წინააღმდეგ 2017 წელს აშშ-მა სანქციები დააწესა.

სუდანში საპროტესტო გამოსვლები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო.