სუდანში ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებს
სუდანში ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებს

სუდანში ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ამ გზით ისინი ხელს შეუშლიან ქვეყნის სამხედრო მმართველებს და არ მისცემენ უფლებას, სუდანი მართონ.

საყოველთაო გაფიცვა დღეს უნდა დაიწყოს და რამდენიმე დღე გასტანს. აქციის დაწყებამდე სამხედროებმა უკვე დააპატიმრეს ბანკის, აეროპორტის და ელექტროსადგურის რამდენიმე თანამშრომელი.

სუდანში ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბულია. სუდანელმა სამხედროებმა ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის მიუხედავად, ოპოზიცია აქციების გაგრძელებას აპირებს.