მედიის ცნობით, სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
მედიის ცნობით, სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხდნენ. სუდანის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება აშშ-ის და საუდის არაბეთის შუამავლობით გახდა შესაძლებელი.

როგორც მედია წერს, საზავო შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული ზავი საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მოწოდებების საპასუხოდ იქნა მიღწეული.

72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში შეტაკებები გრძელდებოდა, შეთანხმების დარღვევაში კი ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. 15 აპრილს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად დედაქალაქში სამედიცინო დაწესებულებების 70 პროცენტზე მეტი დაიხურა.