სუამ-ის სამდივნო - უკიდურესად ვართ დამწუხრებული შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის სამდივნო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის განცხადებას სუამ-ის სამდივნო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„სუამ-ის სამდივნო უკიდურესად დამწუხრებულია საქართველოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. გვსურს, მივუსამძიმროთ მსხვერპლთა ოჯახებსა და ნათესავებს“, – ნათქვამია სუამ-ის სამდივნოს განცხადებაში.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებს.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.