2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 16 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25 პროცენტზე ფიქსირდება.
ამასთან, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 79 პროცენტი (170 700 ბოთლი), პოლონეთი – 31 პროცენტი (2 121 474), დიდი ბრიტანეთი – 17 პროცენტი (52 732), აშშ – 2 პროცენტი (291 640), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი – 390 პროცენტი (84 654), ჩეხეთი – 65 პროცენტი (30 456), გერმანია – 32 პროცენტი (339 370), ნიდერლანდები – 25 პროცენტი (42 735), ლიეტუვა – 12 პროცენტი (280 338), ლატვია – 12 პროცენტი (1 077 696), ესტონეთი – 2 პროცენტი (336 302).
ასევე, საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი – 81 პროცენტი (140 370), უკრაინა – 40 პროცენტი (6 070 218), ყაზახეთი – 36 პროცენტი (2313378), რუსეთი – 17 პროცენტი (33 270 854), ბელარუსი 12 პროცენტი (1 012 062) და სხვა.
ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33 270 854), უკრაინა (6 070 218), ჩინეთი (4 113 328), ყაზახეთი (2 313 378) და პოლონეთი (2 121 474).