„სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ Alde-მ მათ მიერ შეტანილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
„სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ Alde-მ მათ მიერ შეტანილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

„ალდეს“ ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც წელს სტოკჰოლმში გაიმართა, ევროპულმა პარტიებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივი საგანგებო რეზოლუცია მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული რეზოლუციის შემტანი „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო.

„რეზოლუციის ტექსტის დამუშავებაში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ: „გირჩი – მეტი თავისუფლება”, „რესპუბლიკელები”, „თავისუფალი დემოკრატები” და „ლელო საქართველოსთვის”. ტექსტის დამუშავებაში ასევე ევროპული პარტიები მონაწილეობდნენ. ახალი რეზოლუცია ბევრად მწვავე და კრიტიკულია, ვიდრე აქამდე მხარდაჭერილი სხვა დოკუმენტები. ევროპარლამენტარები დოკუმენტით მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. აქვე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტონ რუსეთთან „ფლირტი“, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი რეფორმების არშესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით; ასევე შეწყვიტოს ანტიდასავლური კამპანია და პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი და მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციაში.