„სტრატეგია აღმაშენებელი“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება
„სტრატეგია აღმაშენებელი“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას. აქედან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.