პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ ხმას ვერავინ ვერსად წაიღებს, ჩვენ გვექნება 700 ათასზე მეტი ხმა ამ არჩევნებში
პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ ხმას ვერავინ ვერსად წაიღებს, ჩვენ გვექნება 700 ათასზე მეტი ხმა ამ არჩევნებში

არავისთან კონკურენციის პრობლემა არ გვაქვს. მოუნდებათ პარტნიორობა, ვიქნებით პარტნიორები, მოუნდებათ კინკურენცია, ვიქნებით კონკურენციაში. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, დანარჩენი, ვინ რომელზე გავა, სიტუაცია გამოაჩენს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე გვარამია-მელიას გაერთიანებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ამბობს, რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

„ჩვენ არც არავისთან პარტნიორობის და არც არავისთან კონკურენციის პრიბლემა არ გვაქვს. რასაც გადაწყვეტენ, ჩვენ ისეთი ნაბიჯები გვექნება. მოუნდებათ პარტნიორობა? შესაძლებელია. მოუნდებათ კინკურენცია? შესაძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ. როგორც ვიშრომებთ, როგორც მივალთ ხალხთან, რამდენადაც გავახმოვანებთ ხალხის ტკივილს, შედეგიც იმის მიხედვით იქნება. ჩემი საქმე არ არის, ვინ გადალახავს ბარიერს და ვინ – არა. დავაკვირდეთ, არ ვიცი, რას იტყვიან, ალბათ რაღაცაზე შეთანხმდებიან და კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ არავისთან კონკურენციის პრობლემა არ გვაქვს, როგორც გადაწყვეტენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მოუნდებათ პარტნიორობა, ვიქნებით პარტნიორები, მოუნდებათ კინკურენცია, ვიქნებით კონკურენციაში. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, დანარჩენი, ვინ რომელზე გავა, სიტუაცია გამოაჩენს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯაგალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ ხმას ვერავინ ვერსად წაიღებს.

„პირიქით, ჩვენ დავამატებთ ხმებს და უფრო მეტიც, ჩვენ გვექნება 700 ათასზე მეტი ხმა ამ არჩევნებში. ოღონდ მარტო არ და ვერ მოვალთ ხელისუფლებაში. საჭირო იქნება კოალიციური მთავრობა. მზად ვართ, ხალხის გადაწყვეტილების მიხედვით, ვისაც რამდენ მანდატს მისცემს, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პარტიასთან, გარდა „ქართული ოცნების“ რუსებისა და კორუმპირებული ხალხისა. მთავარი არის არა მე რას ვფიქრობ, არამედ რას იფიქრებს ხალხი. ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, დაველოდით მოვლენებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, მელიასა და გვარამიას პარტიული სტრატეგიების შეფასება მისი საქმე არ არის.

„თავად რაც სწორი ჰგონიათ, ის უნდა გააკეთონ. ხალხის დაკვეთა არის ერთიანობა და არა – გამიჯვნა, მაგრამ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ყველასთან მოლაპარაკება გვექნება იმის მიხედვით, რა მანდატსაც მიიღებენ, მათ შორის გახარიასთანაც. ვნახოთ, მთავარია ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.