სტოუნჰენჯთან ათასობით ადამიანი ზაფხულის ბუნიობის აღსანიშნად შეიკრიბა [ვიდეო]
დიდი ბრიტანეთის პრეისტორიულ მონუმენტთან, სტოუნჰენჯთან ათასობით ადამიანი ზაფხულის ბუნიობის მოლოდინშია. ისინი წელიწადის ყველაზე გრძელი დღის ბოლოს „ალისფერი დაისის“ შესახვედრად შეიკრიბნენ. დღეს მზე სამხრეთისკენ 23, 5 გრადუსით გადაიხრება.
ზაფხულის ბუნიობის დღეს კელტებისთვის მისტიკური და სპირიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა. პრეისტორიული მონუმენტი, რომელიც უილტშირის საგრაფოში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ძეგლია.
ეს ადგილი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2500 წლით თარიღდება, დრუიდებისთვის რიტუალურ დატვირთვასაც ატარებდა. სტოუნჰენჯის ირგვლივ არაერთი მოსაზრება და ლეგენდა არსებობს. ასევე მეცნიერებისთვის სადავოა დათარიღების საკითხიც.
სტოუნჰენჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია 1986 წლიდან UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.