სტივ ნეში რევოლუციურ აპლიკაცია HomeCourt-თან დაკავშირებით Apple-ს ოფიციალურ ღონისძიებაზე გამოჩნდა
Apple-ს სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც კომპანიამ ახალი პროდუქტები დააანონსა, კალათბურთელი სტივ ნეში გამოჩნდა.
ნეში საკალათბურთო დიდების დარბაზში სულ ცოტა ხნის წინ შეიყვანეს, ახლა კი საკუთარი აპლიკაციის პოპულარიზაციაზე მუშაობს. ნეში – მარკ კუბანთან, ჯერემი ლინთან და სემ ჰინკისთან ერთად აპლიკაცია HomeCourt-ის ერთ-ერთი დამფინანსებელია. პროგრამა მომხმარებელს ვარჯიშისას საშუალებას აძლევს ჩაიწეროს და თვალყური ადევნოს საკუთარ შედეგიანობას.
სტივ ნეში ამბობს, რომ ძალიან გაუხარდებოდა, თუკი მსგავსი აპლიკაციები მის ახალგაზრდობაშიც იარსებებდა.
„თუ გიყვარს კალათბურთი და გსურს რაც შეიძლება კარგად ითამაშო, ყველა უპირატესობა უნდა გამოიყენო. როდესაც აპლიკაციის პროექტი ვნახე ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა. კარიერის დასაწყისში მსგავსი რამ ძალიან გამომადგებოდა,“ – აცხადებს ის.
იდეა ძალიან მარტივია – ტელეფონს სამფეხა სადგამი (ე.წ. „თრაიფოდი“) მოარგეთ, დადგით ისე, რომ თქვენი ვარჯიში გადაიღოს და მიიღებთ უამრავ ინფორმაციას საკუთარი გარჯის შესახებ.