სტივ ნეში მიიჩნევს, რომ ლუკა დონჩიჩი 20 წლის კალათბურთელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა
სტივ ნეში მიიჩნევს, რომ ლუკა დონჩიჩი 20 წლის კალათბურთელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

ლუკა დონჩიჩი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფენომენალურ სეზონს ატარებს. აშკარად იკვეთება, რომ ახალგაზრდა სლოვენიელი ლიგის დიდ ვარსკვლავად ყალიბდება. მისი გუნდი „დალასი“ კი 15 მოგებითა და 6 მარცხით, დიდწილად, სწორედ დონჩიჩის დამსახურებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

„მავერიკსის“ ყოფილმა კალათბურთელმა, ლეგენდარულმა სტივ ნეშმა დონჩიჩზე ერთ-ერთ ინტერვიუში (NBA Cafe Barcelona) ისაუბრა და განაცხადა, რომ სლოვენიელი თავის ასაკში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა.

„მე ვთვლი, რომ ის შესაძლოა იყოს 20 წლის კალათბურთელებს შორის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ახლა თამაში სულ სხვა დონეზეა, ვიდრე მაგალითად იმ დროს, როდესაც ლებრონი მოვიდა ლიგაში. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დონჩიჩი ამ ასაკში გაცილებით უკეთ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ათლეტურობით ლუკა ვერასოდეს აჯობებს ლებრონს, თუმცა მას ძალიან ბევრი სხვა უპირატესობა აქვს. ის აშკარად არ არის შესაფერისად დაფასებული.“