მაიკ დეანტონი „ბრუკლინში“ სტივ ნეშის ასისტენტად დაინიშნა
„ჰიუსტონ როკეტსის“ ყოფილი მწვრთნელი მაიკ დეანტონი „ბრუკლინ ნეთსში“ სტივ ნეშის მთავარ ასისტენტად დაინიშნა.
ამის შესახებ პირველად ESPN-ის ჟურნალისტმა ადრიან ვოჟნაროვსკიმ განაცხადა, შემდგომ კი „ნეთსმა“ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
📰 The Nets have hired Mike D’Antoni and Ime Udoka as assistant coaches and Amar’e Stoudemire as a player development assistant.
They join Jacque Vaughn, Adam Harrington, Jordan Ott, Tiago Splitter and Ryan Forehan-Kelly on Head Coach Steve Nash’s staffhttps://t.co/pPj14Mz6wh pic.twitter.com/7PtGwLIPl6
— Brooklyn Nets (@BrooklynNets) October 30, 2020
დეანტონთან ერთად ხელმძვანელობამ გუნდში მიიყვანა ამარე სტაუდმაიერი და იმე უდოკა, რომელიც შვიდი წელი გრეგ პოპოვიჩთან ერთად მუშაობდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდს კაირი ირვინგი და კევინ დურანტი დაუბრუნდებიან, ბრუკლინური გუნდი შემდეგ სეზონში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდში ეს სამწვრთნელო შტაბი დაინიშნა.
დეანტონს და ნეშს აქამდეც აქვთ ერთად ნამუშევარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ფენიქს სანსში“ (2004-2008) ყოფნის პერიოდი, სადაც სტივ ნეშს კარიერის საუკეთესო წლები ჰქონდა და MVP-ის წოდება ორჯერ მიიღო (2004-2005, 2005-2006).
შეგახსენებთ, რომ მაიკ დეანტონი „ჰიუსტონ როკეტსში“ 2016 წლიდან მუშაობდა. წინა სეზონის ბოლოს მან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და გუნდიდან წავიდა.
დეანტონმა „ჰიუსტონი“ ერთხელ კონფერენციის ფინალში, ხოლო სამჯერ ნახევარფინალში გაიყვანა.