ამარე სტაუდმაიერი „ბრუკლინში“ სტივ ნეშის ასისტენტად იმუშავებს
„ბრუკლინს“ მომდევნო სეზონიდან სტივ ნეში უხელმძღვანელებს. ლეგენდარული კანადელი „ნეთსში“ ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
როგორც ცნობილი ხდება ნეშის ასისტენტად 2000-იან წლებში „ფინიქსში“ მისი თანაგუნდელი ამარე სტაუდმაიერი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.
Six-time All-Star Amar’e Stoudemire has agreed to a deal to join new Brooklyn Nets coach Steve Nash’s staff as an assistant coach, sources tell @TheAthleticNBA @Stadium. Nash and Stoudemire starred together in Phoenix.
— Shams Charania (@ShamsCharania) October 23, 2020
„ბრუკლინი“ მომდევნო სეზონზე ერთერთი ყველაზე სანტერესო გუნდი იქნება. მოგეხსენებათ „ნეთსის“ წევრები არიან კაირი ირვინგი და კევინ დურანტი, რომლებმაც წელს ტრავმების გამო ვერ იასპარეზეს.