სტივ ნეში ბრუკლინის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
სტივ ნეში ბრუკლინის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

„ბრუკლინს ნეთსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნიუ იორკულ კლუბს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ლეგენდარული სტივ ნეში უხელმძღვანელებს.


ინფორმაციას ამის შესახებ ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნეშმა „ბრუკლინთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. მის ასისტენტად კი ჟაკ ვონი იმუშავებს.