NBA-მ ყველა დროის 75 საუკეთესო კალათბურთელის დასახელება დაიწყო - ცნობილია პირველი 25 მოთამაშე #1TVSPORT
NBA-მ ყველა დროის 75 საუკეთესო კალათბურთელის დასახელება დაიწყო - ცნობილია პირველი 25 მოთამაშე #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) დაიწყო ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო 75 კალათბურთელის წარდგენა. ახალი სეზონის გახსნის დღეს, დასახელდა პირველი 25 მოთამაშის სახელი:

ქარიმ აბდულ-ჯაბარი, იანის ანტენტოკუნმპო, ნეიტ არჩიბალდი, ჩარლზ ბარკლი, ბობ კოუზი, დეივ კოუენსი, კევინ დურანტი, ჯულიუს ირვინგი, ჯორჯ გერვინი, ჰელ გრირი, ჯეიმს ჰარდენი, ელვინ ჰეინსი, ჯერი ლუკასი, მოზეს მელოუნი, კევინ მაკჰეილი, ჯორჯ მიკანი, სტივ ნეში, დირკ ნოვიცკი, ჰაკიმ ოლაჯუონი, ბობ პეტიტი, უილის რიდი, ოსკარ რობერტსონი, დევიდ რობინსონი, ბილ რასელი, ჯონ სტოქტონი.

ამ სეზონში NBA აღნიშნავს ლიგის 75 წლისთავს და ყველა დროის საუკეთესო 75 კალათბურთელის არჩევაც სწორედ ამ იუბილეს უკავშირდება. ზუსტად ასე მოიქცა ასოციაცია 25 წლის წინ, როცა 50 კალათბურთელი აირჩია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

TOP75-ის არჩევაში მონაწილეობდნენ პრესის წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები, მწვრთნელები, გენერალური მენეჯერები და კლუბების ხელმძღვანელები.