სტიპე მიოჩიჩისა და დენიელ კორმიეს ისტორიულ ბრძოლაზე მარკ გოდარდი იმსაჯებს
15 აგვისტოს, ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიული ქარდი გაიმართება. მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი დენიელ კორმიესთან რიგით მესამე ბრძლას გამართავს. ქართველი გულშემატკივრისთვის უაღრესად სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე, თანაც ძირითად ქარდში უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ჩაატარებს მერაბ დვალიშვილი. მისი მეტოქე გამოცდილი ვეტერანი, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) რეიტინგის მე-12 ნომერი ჯონ დოდსონი იქნება.
ორგანიზაციამ უკვე დაანონსა თუ ვინ იქნება სტიპესა და „დი სის“ ბრძოლის მთავარი მსაჯი. დაპირისპირებას ვეტერანი რეფერი მარკ გოდარდი უხელმძღვანელებს. საინტერესო ფაქტია, რომ გოდარდი კორმიესა და მიოჩიჩის პირველ ბრძოლაზე მსაჯობდა (UFC 226). შეგახსენებთ, რომ მაშინ გამარჯვება „დი სიმ“ მოიპოვა. რემატჩში კი სტიპემ რევანში აიღო და ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.