„სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საქართველოში ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისია ინფორმაციას ავრცელებს
„სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საქართველოში ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისია ინფორმაციას ავრცელებს

SpaceX-ი საქართველოში „სტარლინკის“ თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებას მიაწოდებს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიამ ილონ მასკის „სტარლინკს“ ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა.

„„სტარლინკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

„სტარლინკი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტდაფარვის არმქონე დასახლებებში. სტარლინკის“ დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სტარლინკის“ მაღალი სიჩქარის ინტერნეტის საქართველოში ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია გაავრცელა ილონ მასკმაც.