სტამბოლში ძლიერმა ციკლონმა 100-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, ხეები კი მოგლიჯა.
უკვე მეორე დღეა, სტამბოლში უხვი ნალექი და ძლიერი ქარია.
უამინდობა არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზიც გახდა.
წყალდიდობის გამო 60-ზე მეტი ობიექტიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. შტორმია ბოსფორის სრუტეშიც.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უამინდობა ქალაქში ოთხშაბათამდე გასტანს.