სტამბოლში ახალი აეროპორტი შენდება, რომელიც ერთდროულად 114 ავიარეისის მიღებას შეძლებს
სტამბოლში მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური აეროპორტი შენდება. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, აეროპორტის 85% უკვე აშენებულია და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
ახალი აეროპორტის ფართობი 80 მილიონი კვადრატული მეტრია. აეროპორტს ერთდროულად 114 ავიარეისის მიღება შეეძლება, გაფრენა კი, 350 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
პროექტის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარია. თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პირველ 25 წელიწადში აეროპორტის მოგება 22 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. აეროპორტი სამ მეგაპროექტს შორისაა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შენდება – ბოსფორის მესამე ხიდი და სტამბოლის არხი.