სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისში ფრენები 10 იანვრიდან დაიწყება
სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისში ფრენები 10 იანვრიდან დაიწყება

სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისში ყოველდღიური ფრენები 10 იანვრიდან დაიწყება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ამ ეტაპზე ნარჩუნდება „თურქეთის ავიახაზების“ რეისები ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებიდან. შესაბამისად, ზამთრის სეზონზე კვირაში 30-ის ნაცვლად, ავიაკომპანია თბილისში 37 ფრენას შეასრულებს.

სტამბოლის ახალი აეროპორტი 29 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა ჯერ სრული დატვირთვით არ მუშაობს.