უკრაინის ავიახაზები მზადაა, თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდოს
უკრაინის ავიახაზები მზადაა, თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდოს

უკრაინის ავიახაზები მზადაა, თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზარდოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენია საცკაიამ უკრაინაში საქართველოს ელჩის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვასრულებთ ორ ყოველდღიურ რეისს თბილისის მიმართულებით და განვიხილავთ ამ ფრენების სიხშირის გაზრდას. ბათუმში ფრენებს არ ვგეგმავთ. ეს სეზონური მიმართულებაა და ასეთ რეისებზე უარი ვთქვით“, – განაცხადა საცკაიამ.

საცკაიამ ასევე განაცხადა, რომ კიევის ავიახაზებისთვის თბილისში ფრენები მნიშვნელოვანია, რადგან „თბილისს სატრანზიტო ეფექტი აქვს.“

ამასთან, უკრაინის ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში პრობლემას წარმოადგენს დიდი გადასახადები, რომელიც აეროპორტების მფლობელ კომპანიებს აქვთ დაწესებული.

„არსებობს პრობლემა, რომელიც კიევის საერთაშორისო ავიახაზებს საქართველოში განვითარების საშუალებას არ აძლევს. თბილისსა და ბათუმში აეროპორტებში მაღალი მოსაკრებელი აქვთ, რადგან ამ აეროპორტებს უცხოური კომპანიები მართავენ. ეს მოსაკრებელი ევროპული ქალაქების აეროპორტების მოსაკრებელთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამ გადასახადების შემცირება ავტომატურად მოგვცემდა საშუალებას, ფრენების ღირებულება შეგვემცირებინა“, – განაცხადა ევგენია საცკაიამ.