სროლა - სალუქვაძემ და მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს | მინსკი 2019 [ვიდეო]
50 მეტრ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ტყვიის მსროლელებმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
ოქროს მედალოსნები რუსები – მარგარიტა ლომოვა და არტიომ ჩერნოუსოვი გახდნენ (89.6), ხოლო ვერცხლი ლატვიელ აგატე რასმანეს და ლაურის სტრაუტმანისს ერგოთ (88.2).