სროლა – სალუქვაძემ და მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს | მინსკი 2019 [ვიდეო]

12:48, 24.06.2019

50 მეტრ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

ოქროს მედალოსნები რუსები – მარგარიტა ლომოვა და არტიომ ჩერნოუსოვი გახდნენ (89.6), ხოლო ვერცხლი ლატვიელ აგატე რასმანეს და ლაურის სტრაუტმანისს ერგოთ (88.2).

მსგავსი