„სქაი ნიუს არაბია“ - ისრაელის სახმელეთო ჯარები ჯერ არ შეჭრილან ღაზას სექტორში, თუმცა საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ
„სქაი ნიუს არაბია“ - ისრაელის სახმელეთო ჯარები ჯერ არ შეჭრილან ღაზას სექტორში, თუმცა საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ

„სქაი ნიუს არაბიას“ ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ჯარები ჯერ არ შეჭრილან ღაზას სექტორში, თუმცა ანკლავის მიმართულებით ტანკებიდან და არტილერიიდან დარტყმებს ახორციელებენ.

„სკაი ნიუს არაბიას“ ცნობით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე ბოლო საათებში 150 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. შედეგად, ღაზას სექტორის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

შეგახსენებთ, მანამდე ისრაელის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ძალები შეტევას ახორციელებენ ღაზას სექტორზე.