ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო

02:22, 14.05.2021

ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სახმელეთო და საჰაერო ძალები ახლა შეტევას ახორციელებენ ღაზას სექტორზე“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

„ეს ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი