SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy წარმატებით გაეშვა - ელონ მასკის ავტომობილი კოსმოსში გაემგზავრა
რამდენიმე წუთის წინ, კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy წარმატებით გაეშვა NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან.
გაშვების შემდეგ, რაკეტას წარმატებით მოსწყდა ორი გვერდითა ბუსტერი, რომლებიც უკან, კანავერალის კონცხზე დაეშვნენ და ხმელეთზე თითქმის ერთდროულად დასხდნენ.
SpaceX-ისთვის ჯერ უცნობია, თუ რა ბედი ეწია ცენტრალურ რაკეტა-მატარებელს, რომელიც ატლანტის ოკეანეში, სპეციალურ გადამზიდავ გემზე უნდა დამჯდარიყო.
რაკეტას თან მიაქვს ელონ მასკის კუთვნილი ავტომობილი Tesla Roadster-ი, რომელშიც მანეკენი მძღოლი, „სტარმენი“ ზის. გაშვებიდან ექვსი საათის შემდეგ, დაიწვება მეორე ძრავი.
რაკეტის მეორე ეტაპი იქნება სამივე ძრავის დაწვის პროცესის დასრულება, რათა მანქანა საბოლოოდ გავიდეს ჰელიოცენტრულ ორბიტაზე მზის გარშემო.
მანქანა იმოძრავებს ელიფსური ორბიტაზე დედამიწასა და მარს შორის, ჩვენი დედავარსკვლავის — მზის გარშემო.
თუკი ორბიტაზე გასვლა წარმატებით განხორციელდა, ავტომობილი კოსმოსში იმოძრავებს ასობით მილიონი, შესაძლოა მილიარდობით წლის განმავლობაშიც კი.
Falcon Heavy-მ უკვე დაიმსახურა მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რაკეტის სტატუსი.
გაშვების ამსახველი სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
Falcon Heavy-სთან დაკავშირებულ უახლეს ცნობებს 1tv.ge პროცესის მსვლელობის კვალდაკვალ შემოგთავაზებთ.