სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა - სიმართლე თქვი, ირაკლი, სიმართლე
სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა - სიმართლე თქვი, ირაკლი, სიმართლე

სიმართლე თქვი ირაკლი, სიმართლე, – ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება.

სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია ადვოკატის კითხვამ, ჰქონდა თუ არა ოქრუაშვილს ნანახი ვიდეოფირი, რაც ყოფილმა მინისტრმა არ დაადასტურა.

„მე ეს ფირი მხოლოდ ორი-სამი წლის წინ ვნახე და არა შემთხვევის შემდეგ. სატელევიზიო სივრცეში ვნახე“,- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მოსამართლემ სოსო რობაქიძეს დროებით სხდომათა დარბაზის დატოვება თხოვა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს იკითხება.