სოსო გიორგაძემ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უწყებაში აცხადებენ.
ამასთან, როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.
დღესვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.