სოსო ცისკარიშვილი - დადგა ჟამი, ქვეყანა გათავისუფლდეს პოლიტიკოსებისგან, რომლებიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავსა და ჯიბეზე არიან მიკრული
დადგა ჟამი, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს პოლიტიკოსებისგან, რომლებიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავსა და ჯიბეზე არიან მიკრული,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომელიც „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაში მონაწილეობს.
სოსო ცისკარიშვილმა კითხვა, თუ რისგან იცავენ საქართველოს, უპასუხა – „ქართველებისგან. სამწუხაროდ, სწორედ იეს რეალობაა. დიახ, არის საფრთხე, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს რუსულ ოცნებად. დიახ, რასაც დავთესთ, იმას მოვიმკითო და ჩვენ ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ. ვერც ვერაფერი გამოუვიდათ იმისთვის, რომ მოეტყუებინათ საქართველოს მოსახლეობა. მე არ მინდა, გავანერვიულო ბიძინა ივანიშვილი. გავიგე, თურმე მესამე ძალა იკრიბება აქ. მე საკუთარი დამოუკიდებლობა უფრო მიზიდავს, ვიდრე რომელიმე ნომრის. ჯერ უნდა ვნახო, ვინ არის მიდრეკილი იმაზე, რომ გახდეს მესამე ძალა“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.