Sorry Seems to Be the Hardest Word - ელტონ ჯონის ჰიტი და კონცერტის დეტალები
ლეგენდარული ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის დღევანდელი კონცერტი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ დასრულდა. მომღერალმა კონცერტის დასასრულს ბისზე შეასრულა ჰიტი Candle in the Wind, რომელიც პრინცესა დაიანას მიუძღვნა და მის დაკრძალვაზეც შეასრულა.
ელტონ ჯონმა „ბლექ სი არენაზე“ ასევე შეასრულა ცნობილი ჰიტი Sorry Seems to Be the Hardest Word.
კონცერტის ბოლოს პროგრამისტმა თეონა ოდიშარიამ, რომელიც მუსიკოსის დიდი ხნის ფანია, ელტონ ჯონის ჯგუფის დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხი დაიჭირა, რომელიც მან დარბაზში ისროლა.
„წინა კონცერტზე „სკორპიონსის“ ჯოხი დავიჭირე, ახლა ელტონ ჯონის, ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა თეონა ოდიშარიამ.
ელტონ ჯონის კონცერტი შეკვეთილში ხვალაც გაიმართება.