ელტონ ჯონის კონცერტი შეკვეთილში [ვიდეო/ფოტო]

ლეგენდარული ბრიტანელი ვარსკვლავი ელტონ ჯონი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს მართავს. კონცერტი ორ საათს გასტანს.

ელტონ ჯონი მსმენელის წინაშე შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან Wonderful Crazy Night.

ელტონ ჯონის სცენაზე გამოსვლამდე, მაყურებლისთვის ცნობილმა ბენდმა ნიუ იორკიდან „კენედი ადმინისთრეიშენმა“ დაუკრა.

71 წლის ელტონ ჯონი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია. მისი კონცერტი შეკვეთილში ხვალაც გაიმართება.