სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დაესწრო.
მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერის მანანა ზარიძის ხელნაკეთი ნამუშევრები, ხოლო ქართულმა ფოლკლორულმა კვარტეტმა „მრავალჟამიერმა“ ქართული სიმღერები შეასრულა.