დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. გასულმა წელმა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, რის ფარგლებშიც თბილისში დანიის საელჩო გაიხსნა. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
Today marks #Georgia’s Independence Day. The past year has strengthened the bilateral relations between 🇩🇰 and 🇬🇪 – including opening a Danish embassy in Tbilisi. Denmark will continue to support Georgia’s fight for independence, freedom & European future. pic.twitter.com/dURqVHHssx
— Denmark MFA 🇩🇰 (@DanishMFA) May 26, 2023