სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

19:56, 28.05.2018

სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დაესწრო.

მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერის მანანა ზარიძის ხელნაკეთი ნამუშევრები, ხოლო ქართულმა ფოლკლორულმა კვარტეტმა „მრავალჟამიერმა“ ქართული სიმღერები შეასრულა.

მსგავსი