სომხეთში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 215 528-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსს 4 087 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 16 გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი სხვა თანხმლები დაავადების შედეგად დაიღუპა.

მკურნალობას განაგრძობს 13 ათასზე მეტი პაციენტი.