სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, 236 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 574 ტესტი ჩატარდა.
10 თებერვლის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 168 496 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 160 405 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 130 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 786 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.