სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ადვოკატის თქმით, ქოჩარიანმა პრეზიდენტის იმუნიტეტი გამოიყენა.
სომხეთის მეორე პრეზიდენტი 28 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს, აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.
შეგახსენებთ, 2008 წლის 1-ელ მარტს, არჩევნების შემდეგ, რომელიც სერჟ სარგსიანმა მოიგო, სომხეთში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა.
რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა.