სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარს 15 სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ჯარისკაცი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარს 15 სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ჯარისკაცი

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარს 15 სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ სამი ჯარისკაცი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძარი სამხედრო ნაწილში, რომელიც სოფელ აზატთან არის განთავსებული, გვიან ღამით, 1:30 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.