სომხეთის რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს
სომხეთის რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა ედუარდ შარმაზანოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია საკუთარ პოზიციას და მხარდაჭერას პრემიერის პოსტზე წარდგენილი რომელიმე კანდიდატის მიმართ მოგვიანებით გამოთქვამს.