სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციის მთავარ განყოფილებას ლგბტ თემის წარმომადგენლები თავს დაესხნენ
ერევანში პოლიციის მთავარ განყოფილებას ლგბტ თემის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ინფორმაციას სომხეთის სამართალდამცავი უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
თავდასხმის დროს ორი პოლიციელი დაშავდა. ერთი მათგანის საავადმყოფოში განთავსება გახდა საჭირო.
არეულობის მიზეზი ლგბტ თემის ერთ-ერთ წარმომადგენელზე თავდასხმა გახდა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ქალაქის პოლიციის მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ დაზარალებულებმა შეიტყვეს და მასზე შურისძიების მიზნით განყოფილებას თავს დაესხნენ.
როგორც სამართალდამცველი ორგანოს პრესსამსახური იუწყება, შენობაში მყოფმა პოლიციამ ვითარების განეიტრალება სცადა, თუმცა ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. პოლიციელების დაშავების შემდეგ კი სამართალდამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დააკავეს.