სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს

სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანის არმიას მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.

ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ საარტილერიო იერიში მიიტანეს. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობდა, გამთენიისას კი აზერბაიჯანის არმიამ შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებაზე განაახლა.

სომხეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი თვითმფრინავი, ჯავშანტექნიკა და 100-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს.