სომხეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანი წარადგინა
სომხეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე  სერჟ სარგსიანი წარადგინა

სომხეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატად ექს-პრეზიდენტი  სერჟ სარგსიანი წარადგინა. ამის შეასხებ განცხადება პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა გააკეთა.

„შევთანხმდით, რომ მმართველობის ახალ სტილზე გადასვლისას არსებული გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია. მმართველობის ამჟამინდელი კონფიგურაციის მიერ, ბოლო წლებში მიღწეული წარმატების გათვლისწინებით, გადავწყვიტეთ იგივე კონფიგურაციის შენარჩუნება და საკუთარ კანდიდატად სერჟ სარგსიანი წარვადგინეთ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, სერჟ სარგსიანს პრეზიდენტის პოსტზე  უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. დღესვე სომხეთის ახალი პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის ინაუგურაცია გაიმართა.