ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთის ახალ პრემიერ-მინისტრად თავისი შტაბის უფროსი წარადგინა, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა

16:10, 06.02.2024

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად თავისი შტაბის უფროსი ოლჟას ბექტენოვი წარადგინა.

ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

43 წლის ბექტენოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებამდე სახელმწიფო ანტიკორუფციულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა, ალიხან სმილოვმა თანამდებობა გუშინ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა.

მსგავსი