სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს [ფოტო]
სომეხთა სამოციქული ეკლესია დღეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ზეიმობს. სომხური ეკლესია ორივე დღესასწაულს ერთ დღეს აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა დილიდან მიმდინარეობს სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში.
აქ შეკრებილმა მრევლმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ და სომეხ თანამემამულებს დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა.
ასევე, წინასწარ მიულოცეს მართლმადიდებელ მრევლსაც, რომლებიც ამ დღესასწაულებს მოგვიანებით აღნიშნავენ.
წირვის დასრულების შემდეგ დაგეგმილია წყლის კურთხევა – ნათლისღების ცერემონია. წირვას აღავლენს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.