ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს
ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს.

ტრადიციას საფუძველი ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა ჩაუყარა.

00:00 საათზე სასულიერო პირები ზღვის წყალს აკურთხებენ, რის შემდეგაც მართლმადიდებლები ზღვაში შედიან და ნათლისღების რიტუალს ასრულებენ.

ბათუმის სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა.

პერიმეტრს, უსაფრთხოების მიზნით, მაშველები აკონტროლებდნენ.