სომალის დედაქალაქის ბიზნესცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქის ბიზნესცენტრში ავტომობილის აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმის სამიზნე ერთ-ერთი სასტუმრო იყო. მოგადიშუს ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაინგრა რამდენიმე შენობა, რამდენიმე მანქანა კი დაიწვა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, მათი მებრძოლები სასტუმროში შეიჭრნენ და ახლაც იქ იმყოფებიან, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ქალაქის პოლიციის უფროსი.