სომალიში ორი აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

02:45, 16.06.2019

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 25 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი” ავრცელებს.

პირველი აფეთქება მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლესთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი აეროპორტისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ამოქმედდა. დაიღუპა ორი ადამიანი.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რეგიონში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა” აიღო.

მსგავსი