„სოკარ ჯორჯია გაზი“ - იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვის გადასახადი უკვე გადაიხადეს და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი მოიხმარეს, სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ
„სოკარ ჯორჯია გაზი“ - იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვის გადასახადი უკვე გადაიხადეს და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი მოიხმარეს, სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ

იმ აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბური მეტრისა, სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ, – ამის შესახებ „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია სამი თვის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ განმარტავენ, რომ სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.

იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“ , – აღნიშნულია განცხადებაში.