სოფო ქაცარავა - რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორები აღიარებენ.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები და არა მხოლოდ სიტყვები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ეხება ევროკავშირს, ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ეს კავშირები სულ უფრო და უფრო მყარდება ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.