სოფო ქაცარავა - ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშში აისახა, რომ მედიაგარემო საქართველოში არის თავისუფალი
ტენდენცია, რაც აისახა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშში არის ის, რომ მედიაგარემო საქართველოში არის თავისუფალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ანგარიშში გასულ წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია და ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში მედია გარემო არის თავისუფალი.
„ეს არის ობიექტური შეფასება და ტენდენცია არის ის, რომ მედიაგარემოს მაჩვენებელი უმჯობესდება ყოველწლიურად. თავისუფალი მედია და თავისუფალი გარემო ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებს. ანგარიშში გასულ წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია და ვთვლი, რომ ეს არის დასტური, რომ საქართველოში მედიაგარემო არის თავისუფალი და ასეთი თავისუფალი მედიაგარემო ნამდვილად არ ყოფილა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე მოხვდა. 2019 წლის ანგარიშში საქართველოს 28,98 ქულა აქვს მინიჭებული.